Sunday, May 3, 2015

მეცხრე დღე

დღევან დღეს ტრენინგში მონაწილე, ყველა მასწავლებელმა წარადგინა თავისი პროექტი, რაც ძალიან საინტერესო იყო. ყოველი პროექტიდან შეიძლება სამომალოდ რაღაცის გათვალისწინება. ქ. თბილისის N36 საჯარო სკოლის მასწავლებელმა თეიმურაზ ერქომაიშვილმა პროექტის პრეზენტაციისას გვიჩვენა ბევრი საინტერესო ცდა.
ვფიქრობ მთელი ტრენინგი ძალიან ნაყოფირი და საინტერესო იყო. შევისწავლეთ ბევრი საინტერესო დეტალი, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პროექტების წარმართვისას.

Saturday, May 2, 2015

ჩემი პროექტი


მერვე დღე

დღეს ვისწავლეთ პროექტისათვის დამხმარე რესურსების შექმნა, რომელიც დაეხმარება განსაკუთრებული საჭიროების მოსწავლეებს პროექტში მუშაობისათვის.
ასევე ვისწავლეთ საქაღალდის ატვირთვა, გაზიარება და გამოქვეყნება. მასში  ცვლილებების შეტანა, ეს დაგვეხმარება პორთფოლიოს ბლოგზე გამოქვეყნებაში.
ვისწავლეთ ბლოგზე მთვლელის, გამოკითვის და გვედების გაკეთება.
საერთოდ ვფიქრობ ძალიან საინტერესო ტრენინგია და ტრენერიც საუკეთესო!!!!!!!!!!!!!!

Monday, April 27, 2015

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღეს დავასრულეთ სასწვალო პროცედურების გაწერა პროექტის გეგმაში.
პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს დიფერენცირებული სწავლება, რაზეც მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ. გავითვალისწინეთ სპეციალური საჭირეობის, არაქართულენოვანი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეების საჭიროებები. ეს პროექტში მათი უკეთ ჩართვისათვის არის მნიშვნელოვანი.
 ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, თუ როგორ უნდა შევაფასოთ პროექტის საბოლოო პროდუქტი, ეს მნიშვენლოვანია მოსწავლეს გავაცნოთ პროექტის დასაწყისში.
ასევე პროექტის გეგმაში გავითვალისწინეთ და მოვნიშნეთ პროექტისათვის საჭირო მასალები, მასალებიც მნიშნელოვანია გავითვალისწინოთ პროექტის დასაწყისში, რადგანაც პროექტის მიმდინარეობისას არ შეგვეშალოს ხელი.

მეექვსე დღე

მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლისათვის ნიმუში, რაც მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის, რომ სწორად გაიგონ დავალება და მიზნამე ზუსტად მივიდნენ.
ასევე ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში, დავიწყეთ სასწვლო პროცედურების დაგეგმვა. აქ მნიშვნელოვანია ზუტად გაიწეროს ყოველი ეტაპი. ვფიქროფ საინტესო იყო მეექვსე დღე.

Sunday, April 19, 2015

მეხუთე დღე


დღევანდელ დღეს როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი სწავლების პროცესის გასაუმჯობესებლად და როგორ უზრუნველყოთ ინტერნეტის ადეკვატურად და პასუხისმგებლობის გამოყენება, საავტორო უფლებების დაცვით. 
ასევე ვისწავლეთ: 
ბლოგებზე ფონის შეცვლა და ჩვენს ბლოგს შევუცვალეთ ფონი, რამაც უფრო საინტერესო გახადა ბლოგი.
მეილზე ჩეთის გახნა და გამოყენება, რაც კომუნიკაციისათვის დაგვეხმარება.
ვისწავლეთ პრეზენტაციის ბლოგზე ატვირთვა, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვანია საჭირო მასალების გასანთავსებლად. 

პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Saturday, April 18, 2015

მეოთხე დღე

დღევანდელ დღეს ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ პროექტის შესაფასებლად განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. შეფასებისას უდა გამოვიყენოთ ხუთი მიზანი, აქედან 4 არის განმავითარებელი შეფასებისათვის და 1 განმსაზღვრელისათვის. პირველ მიზანს ვიყენებთ პროექტის დაწყაბისას, მომდევნო სამს პროექტის მსვლელობისას, ხოლო ბოლო მეხუთეს (განმსაზღვრელს) კი პროეტის დასრულების შემდეგ.
ასევე ავაწყეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია, რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის წარსადგენად.

Saturday, April 4, 2015

მესამე დღე

დღეს დავამთავრეთ მშობლისათვის ბუკლეტის დამზადება, ასევე განვსაზღვრეთ სასწავლო პროექტისათვის სტანდარტები, შევიმუშავევეთ ბუნდოვანი და სპეციფიკური სასწავლო ამოცანები რაც დაგვეხმარება მოსწავლისათვის საკითხის არსის წვდომაში, დაკვირვებასა და შეფასებაში. განვიხილეთ ბლუმის ტაქსონიმიისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები, რომელებიც დაგვეხმარება მიზნის ჩამოყალიბებაში.
ასევე მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები, რომლიდანაც გამოვყავით ძირითადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვები, რაც ვფიქრობ დაგვეხმარება მოსწავლეები სწორად და დამოიკიდებლად მივიყვანოთ პროექტის საკვანძო საკითხებამდე.  

Sunday, March 29, 2015

მეორე დღე

დღეს განვიხილეთ პროექტის თემები, რაც ძალიან საინტერესო იყო. ვისწავლეთ ბლოგზე პოსტების, კომენტარების გაკეთება, რაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება რათა ერთმანეთ რეკომენდაციები მივცეთ და ასევე მივიღოთ.
ვფიქრობ მნიშვნელოვანი იყო პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი  და მშობლებისათვის პუბლიკაციების შედგენა, რაც დაგვეხმარება, მშობლებს გავაცნოთ თუ რა მნიშვნელობა აქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლას, ჩავრთოდ ისინი პროექტში და უფრო საინტერესო გავხადოთ სწავლება.

პირველი დღე

პირველ დღეს განვიხილეთ ტრენინგის სამუშაო გეგმა, სახელმძღვანელო. ჩემთვის მნიშვენლოვანია როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში და ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში. ასევე მნიშვნელოვანია პროქტის პორტფოლიოს შექმნა და პროქტის გეგმის შაბლონის განხილვა.